საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული, რომელთაც 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირი დააკავა, რომელთაც უწყების ინფორმაციით, 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის […]