საქართველოში სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანის“ (საქართველო) დაარსებიდან 105 წელი შესრულდა. „ფასდაუდებელია გაზეთ „ვრასტანის“ როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გამყარებასა და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“ – აცხადებს არმენოლოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის თანამშრომელი, 2003-2019 წლებში სომხეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ნინო აფციაური. მისივე თქმით, „მარად ახალგაზრდა გაზეთმა არა ერთხელ დაარწმუნა თავისი ერთგული მკითხველი, რომ ქართველ და სომეხ […]