ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიებები სხვადასხვა ადგილას იმართება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას ემსახურება. დღეს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები, სტუდია „ჰარმონია“, ზურაბ ცინცქილაძე, ხელოვნების სკოლის მასწავლებლები და მათი აღსაზრდელები. კონცერტის მონაწილეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა შეუქმნეს. […]