29 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიოში აღიარებული ჯაზ-პიანისტის, ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორის გიორგი მიქაძის ჯაზ-ტრიოს კონცერტი გაიმართება, სახელწოდებით „ქართულ სიმღერათა კრებული.“ უნიკალური მუსიკალური პროექტი გიორგი მიქაძის საავტორო კონცეფციით შეიქმნა. მასში წარმოადგენილია XX საუკუნის ქართველი კომპოზიტორების კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს განეკუთვნება. პროექტის მიზანია ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი […]