თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია 3 080 აბი „პრეგაბალინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია – ისრაელის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჰ.ა. „სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის […]