NBA-ის საშობაო ღამის მატჩები “დენვერ ნაგეთსისა” და “მინესოტა ტიმბერვულვზის” შეხვედრით დასრულდა. “კოლორადოელებმა” საოცარ დაპირისპირებაში 142:138 იმარჯვეს, ნიკოლა იოკიჩმა “მგლები” პირადად დაამარცხა! გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო. სერბმა ცენტრმა მოედანზე 43 წუთი გაატარა, რა დროშიც 56 ქულა, 16 მოხსნა და 15 ასისტი მიითვალა. “ტიმბერვულვზს”, რა თქმა უნდა, ენტონი ედვარდსმა ულიდერა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალგაზრდა […]