“ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია” – საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა

პსჟ-ის მეკარე მატვეი საფონოვმა თავის თანაგუნდელებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას საკმაოდ კარგად ეწყობა. “მყავს თუ არა პსჟ-ში მეგობრები, ვისთან ერთადაც შემიძლია ახალი წლის აღნიშვნა? – არიან ფეხბურთელები, რომლებიც უფრო ახლოს არიან. მაგალითად, პორტუგალიელები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და მოედნის გარეთ ხშირად ხვდებიან. ისინი ძალიან კარგად ეწყობიან. მე ძალიან კარგად ვეწყობი ხვიჩა კვარაცხელიას. […]