საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, მომხმარებლებს მორიგ საახალწლო შეთავაზებას უკეთებს და მათ JYSK-ში შოპინგისას, დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. შეთავაზების ფარგლებში, 27 დეკემბერს, ის მომხმარებლები რომლებიც საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლებენ, JYSK-ში შოპინგისას 40%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 150 ლარი). ქეშბექი 3 სამუშაო დღეში დაგერიცხებათ. შეთავაზება მოქმედებს JYSK-ის როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. […]