გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. უწყების ცნობით, "საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში — ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში — ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ...