თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთმა თურქეთს აკუიუს ატომური ელექტროსადგურის დასაფინანსებლად 9 მილიარდი დოლარი გამოუყო

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, რუსეთმა სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია „როსატომის“ მიერ მშენებარე „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსება გამოყო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინისტრის თქმით, ანკარა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას 2026 წელს ვარაუდობს. „ეს დაფინანსება, სავარაუდოდ, 2026-2027 წლებში იქნება გამოყენებული. აქედან 2026 წლისთვის უცხოური დაფინანსების თვალსაზრისით სულ მცირე 4-5 მილიარდი დოლარი […]