ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს

გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტებს აქვეყნებს. გასული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზრდის პროგნოზირებადობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე ...