დღეს, 26 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. მან ამ პოსტზე ჩაანაცვლა 31 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამჟამად ისიც პარლამენტის წევრია. პარტიის ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ყრილობაზე „ერთხმად აირჩიეს“ დელეგატებმა. ყრილობას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი […]