სხვადასხვა ქვეყნის 8 სახალისო და ორიგინალური საახალწლო ტრადიცია

ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა კულტურაში აღნიშნავენ. შეიძლება აღნიშვნის თარიღი განსხვავდებოდეს, თუმცა, მასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები, მეტ-ნაკლებად ერთგვარია და უკავშირდება ახლის დასაწყისს, იმედს და ცოტა ჯადოსნურობასაც. ხოლო ის, თუ რამდენად მსგავსია არსობრივად შობა-ახალწლის რიტუალები, ყველაზე უკეთ ჩანს სანტა კლაუსის ფიგურაში; მნიშვნელობა არ აქვს, მას რა ჰქვია: სანტა, შობის მამა ...