ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული – რაც შეეხება ხაზარაძეს და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ სადისტრიბუციო კომპანიას, თუ იქნება კითხვები, კომისიაზე მოუწევთ მოსვლა

მათი [ოპოზიციის] ნებისმიერი განცხადება ფასებთან დაკავშირებით, პოპულიზმზე იყო აგებული – დადასტურდა, რომ მათ საზოგადოების პრობლემები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები არ აინტერესებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციონერებს „საკუთარი მერკანტილური, აგენტურული პოლიტიკური ვნებები და მიზნები“ აინტერესებთ. „მინდა საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს მივცე პირობა, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე, ერთ-ერთი პირველი საკითხი […]