ეტიკეტი მხოლოდ საკვებ პროდუქტებს როდი აქვს — ყურადღება შეიძლება არ მიგიქცევიათ, თუმცა წყლის ბოთლებზეც გვხვდება იარლიყი, რომელზეც წყლის შედგენილობასა და დამზადებასთან დაკავშირებული დეტალებია დატანილი. სხვათა შორის, ეს ეტიკეტი საკვები პროდუქტების ეტიკეტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ცხადია, ეტიკეტზე სწორი ინფორმაციის დატანა წყლის მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. მეორე მხრივ, სწორედ ამ იარლიყიდან შეგვიძლია გავიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს წყალი ...