მეცნიერებმა იაპონური ხის ბაყაყის (Dryophytes japonicus) კუჭის მიკრობიომის შესწავლისას მიაკვლიეს ბაქტერიას, რომელიც სიმსივნეს ეწინააღმდეგება. ეს გასაკვირი არაა, რადგან ცნობილია, რომ ამფიბიებსა და რეპტილიებს კიბო იშვიათად უვითარდებათ. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, შენარჩუნდებოდა თუ არა ეს ეფექტი, თუკი მიკრობებს თაგვების ორგანიზმში გადაიტანდნენ. ამისთვის ბაყაყებში, ტრიტონებსა და ხვლიკებში არსებული 45 შტამი გამოიყენეს. ტესტირებამ აჩვენა, რომ ...