Brent ბარელზე 62,52 დოლარამდე გაძვირდა

Brent ბარელზე 62,52 დოლარამდე გაძვირდა ნავთობის ფასები პარასკევს ზომიერად იზრდება, ტრეიდერები მიწოდების რისკებს აფასებენ ნიგერიაზე აშშ-ის დარტყმების და ვენესუელაზე ვაშინგტონის მზარდი ზეწოლის ფონზე. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის თებერვლის ფიუჩერსები 0.28 დოლარით (0.45%-ით) გაიზარდა და ბარელზე 62.52 დოლარი შეადგინა. თებერვლის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.4 დოლარით (0.69%-ით), ბარელზე 58.75 დოლარამდე გაძვირდა.