პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლოს მომდევნო პროცესზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ნორმალურ პირობებში იმყოფება. „გრიგოლ ლილუაშვილთან ვიმყოფებოდი საპატიმრო დაწესებულებაში. ნორმალურ პირობებშია, პრეტენზია ნამდვილად არ გამოუთქვამს. საქმის მასალებს ეცნობა. შემდეგ სასამართლო პროცესზე მისვლას აუცილებლად აპირებს. საქმე […]