Starbucks-თან მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში ვართ. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ლოკაციებიც შერჩეულია და განიხილება რამდენიმე ქალაქი, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბრენდის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის საკითხი კომპლექსურ შეფასებას ეფუძნება და პროცესში აქტიურად ფასდება ქვეყნის ბაზრის პოტენციალი. “Starbucks-ს მხოლოდ სტამბოლში 500 მაღაზია აქვს. ჩვენ კოვიდის დროსაც გვქონდა კომუნიკაცია და […]