საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოება მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს აქ ხართ ჩვენი არმიის მეთაურები და […]