საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „კონსტიტუციის 78-ე მუხლმა“ ერთწლიანი შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის ავტორების განცხადებით, ანგარიში აღწერს საქართველოს საჯარო სამსახურებში არსებულ ვითარებას, სისტემურ გამოწვევებსა და საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების ტენდენციებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც 2025 წელს სამსახურების ხვადასხვა მიზეზით, იძულებით დაატოვებინეს და რომელთა ნაწილიც სასამართლო […]