რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიამენეჯერსI

მოსკოვში დაუსწრებლად შეუფარდეს ხუთწლიანი პატიმრობა რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაგამოცემის, „მედუზას“ დამფუძნებელს, გალინა ტიმჩენკოს. მოსკოვის რაიონული სასამართლო მას ადანაშაულებს „არასასურველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში“. გამოცემის თანახმად, გალინა ტიმჩენკოს ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლისსამართლებრივი დევნა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დარღვევად შეაფასა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ონლაინგამოცემა „მედუზა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ 2023 წელს გამოაცხადა. მომდევნო წელს ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ მისი […]