მომავალი წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობას წყვეტს პულტის რეჟისორ კახა მელიქიძესთან, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ისაუბრა საქმიანობაში ჩარევაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება დღეს, 26 დეკემბერს გამოსცეს – დოკუმენტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ავრცელებს. „მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების ოფიციოზი, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს […]