რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ არიან შეკრებილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ემზადებიან ხვალინდელი აქციისთვის. დემონსტრანტები სიტყვით გამოსვლისას მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიეცეთ საშუალება “განახორციელონ მანიფესტაცია ისე, როგორც აქამდე აკეთებდნენ”. მათივე თქმით, შეეცდებიან, რომ ხვალინდელი აქცია ისე ჩაატარონ, არცერთი ადამიანი არ დაჯარიმდეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საპროტესტო მსვლელობა არ გაიმართება. […]