რომეო მიქაუტაძის საქმეში მოწმედ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი გაჩნდა. დღეს ეკონომიკის მინისტრის დაკავებული მოადგილის პროცესზე ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გიორგი მეხრიშვილის და რომეო მიქაუტაძის ოჯახის ფინანსური გარიგებები გამოძიების ინტერესის საგანია. საქმე ეხება ფულის წარმომავლობას, რომელიც ივანიშვილის პირადი მცველის ანგარიშზე ჩაირიცხა. მეხრიშვილი წლებია, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას იცავს. სატელევიზიო არქივი ინახავს არაერთ კადრს, სადაც ეს […]