ნიორი ეფექტიანად მუშაობს პირის ღრუს საზიანო მიკრობების წინააღმდეგ. ახალი კვლევის თანახმად, ნივრის ექსტრაქტი შეიძლება ისეთივე ეფექტიანი იყოს, როგორც ქლორჰექსიდინი — პირის სავლები ინგრედიენტების ამჟამინდელი ოქროს სტანდარტი, თანაც, უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტებით. არაბთა გაერთიანებული საამიროების შარჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიმოიხილეს ხუთი წინა კვლევა, რომლებიც ეხებოდა ადამიანებში ნივრის ანტიბაქტერიულ შესაძლებლობებს ქლორჰექსიდინთან შედარებით. საერთო ჯამში, მონაცემებმა აჩვენა, რომ ნივრის […]