სირიის ქალაქ ჰომსის ალავიტურ მეჩეთში აფეთქებას სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. შემთხვევა ლოცვების დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა დაჯგუფება „სარაია ანსარ ას-სუნამ“ აიღო, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში იმყოფება.