ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. გავრცელებული ინფორმაციით, კაშხალი მდინარე Yarlung Tsangpo-ს ქვედა ნაწილში განთავსდება. 168 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში ნებისმიერ სხვა სისტემაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის მშენებლობამ შეშფოთება გამოიწვია ინდოეთსა და ბანგლადეშში გარემოზე ზემოქმედების გამო. გაზეთებმა და მედიამ პროექტს პოტენციური “წყლის ბომბი“ უწოდა. ვარაუდობენ, რომ პროექტმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ბუნებრივი ლანდშაფტი და დააზიანოს […]