მიმდინარე კვირა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედეტო და უმკაცრესი სასჯელით აღინიშნა. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ხუთ მოთამაშეს, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ორსაათიანი მსჯელობის მიუხედავად კონსენსუსამდე ვერ მივიდა. აღმასკომის 8 წევრი, ხუთი ეჭვმიტანილი ფეხბურთელის 5 წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, ცხრა წევრმა კი მოთამაშეების ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთას დაუჭირა მხარი. ასეთი უმკაცრესი გადაწყვეტილება […]