სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს

ბაჩო ახალაია საკუთარ სასამართლო პროცესს ესწრება – თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქალაქო სასამართლოს ეზოში ამ წუთებში შეიყვანეს. პროცესი სასამართლოში ზუსტად 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი იზოლატორიდან ეტაპირების პროცესი დაგვიანდა. რამდენიმე წუთში სავარაუდოდ, მოსამართლე სხდომას გახსნის. ახლა ყველაზე საინტერესოა, მოითხოვს თუ არა პროკურატურა პროცესის დახურვას. შეგახსენებთ, რომ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალაიას ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.