ორი უვარგისი გზა, მოპარული მილიონები, ქრთამი და ყალბი დოლარები – რა გავიგეთ სუს-ის ბრიფინგიდან

4 კორუფციული საქმე, 4 დაკავებული და 11 პასუხისგებაში მიცემული – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ ორი საავტომობილი გზა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, რომელთა რეაბილიტაცია-მშენებლობაზეც ჯამში, ორმილიონზე მეტი დაიხარჯა გამოსაყენებლად უვარგისია; ამას გარდა, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ემზარ გაგნიძის თქმით, 560 ლარის ქრთამად აღების ბრალდებით, კასპში ერთი საჯარო მოხელე დააკავეს, კიდევ ერთ საქმეზე კი გამოძიება […]