აქციის მონაწილეები დღეს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საჩუქრებს, ხოლო სინდისის პატიმრებისთვის წერილებს შეაგროვებენ

დღეს აქციის მონაწილეები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საჩუქრებს, ხოლო სინდისის პატიმრებისთვის წერილებს შეაგროვებენ – როგორც “პირველებთან” სამოქალაქო აქტივისტი, დავით მშვენიერაძე ამბობს, რამდენიმე გამოცემა თანახმაა, რომ ბავშვებისთვის წიგნები გაიღოს. “მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის შევაგროვებთ საჩუქრებს, ასევე სინდისის პატიმრებისთვის წერილებს და ძალიან ბევრი გამომცემლობა შემოგვიერთდა ამაში, მაგალითად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, პროსპეროს წიგნები,  ინტელექტი საბავშვო წიგნებს გადმოგვცემენ დღეს საღამოს, რათა გავახაროთ მზრუნველობამოკლებული ბავშვები. […] Source