“ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე” – სუსი

“ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმაურება. უწყებაში ახალაიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას სუს-ში ცოლის დაჭერითა და ბავშვის “ობლად დატოვებით” ემუქრებოდნენ, “ცალსახა ტყუილს” უწოდებენ. “ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ […] Source