“საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს – ამის შესახებ “პირველი არხის” განცხადებაში ნათქვამი. განცხადების თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევა. როგორ ტელევიზია წერს, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე ამ დრომდე მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით კი, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება”.