თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, ასევე ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით- „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას”. აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან […]