სუს-მა კორუფციის 4 საქმეზე პასუხისგებაში მისცა 11 ადამიანი

4 კორუფციული საქმე, 4 დაკავებული და 11 პასუხისგებაში მიცემული – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რომ ორი საავტომობილო გზა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში, რომელთა რეაბილიტაცია-მშენებლობაზეც ჯამში ორ მილიონზე მეტი დაიხარჯა, გამოსაყენებლად უვარგისია. ამას გარდა, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის ემზარ გაგნიძის თქმით, 560 ლარის ქრთამად აღების ბრალდებით, კასპში ერთი საჯარო მოხელე დააკავეს, კიდევ ერთ საქმეზე კი […]