გვყავს უძლიერესი პრემიერი – ადამიანი, რომელიც სპორტის განვითარებაზე საქართველოში ყველაზე მეტად ფიქრობს და მისი გადაწყვეტილებებიც ნათელია – მომავალი 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებაზე,- ამის შესახებ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, იქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ ფეხბურთი წინ წავიდეს. „ჩვენ გვყავს ყველაზე უძლიერესი პრემიერი. […]