ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს

ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ფეხბურთის განვითარებისთვის, სერიოზული ინვესტიციებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან დიდია ინტერესი ბავშვებში, რომ ჩაერთონ ფეხბურთში და ხშირად ინფრასტრუქტურა ვერ უბამს მხარს ამ ყველაფერში. „30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა იწყება, აქედან 23-ის მშენებლობა უკვე მომავალ წელს დასრულდება, […]