მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტები და აქტივისტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, სადაც მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და მოხუცთა თავშესაფრებისთვის საახალწლო საჩუქრები – ტკბილეული, წიგნები, სამოსი და სხვა ნივთები – შეაგროვეს. მსვლელობის პროცესში მათ ფილარმონიასთან შეუერთდა მარში, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიებაც და გაირკვეს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა “ქართულმა ოცნების” […]