კანადა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. შეხვედრა ჰალიფაქსში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში იმართება. შეხვედრის დასაწყისში კარნი მიესალმა უკრაინის ლიდერს და აღნიშნა, რომ ამჟამად „არსებობს პირობები და შესაძლებლობები სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“. „მაგრამ ამისთვის საჭიროა რუსეთის მზადყოფნა“, – განაცხადა კარნიმ. […]