მძიმედ ავადმყოფი ბავშვების მშობლები, ორგანიზაცია “დედების ფონდის” დამფუძნებელს თაღლითობაში და გაჭირვებული ხალხის თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. მშობლები ამტკიცებენ, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის მოქალაქეებისგან ჩარიცხული თანხის დიდი ნაწილი ფონდის ხელმძღვანელის, ვიოლეტა ჩიმჩიურის ჯიბეში წავიდა. ეს ყველაფერი არ არის, როგორც მშობლები “შაბათის ეთერს” უყვებიან, მამხილებელი FACEBOOK-პოსტების ავტორებს უცნობი კაცი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. არასამეწარმეო იურიდიული პირი დედების ფონდი 2016 წელს დაფუძნდა. სადამფუძნებლო დოკუმენტში ჩანს, რომ ფონდს გამგეობის […]