სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ჰავაისა და ჰოლივუდში გადაღებული ვიდეო და ფოტო -მასალა საბავშვო ბაღებისთვის მილიონების მოპარვაში ბრალდებული კახაბერ გვანცელაძის ოჯახის ამჟამინდელ ცხოვრებას ასახავს. თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ფულს იპარავდა და მფარველობის სანაცვლოდ ამ წილს სუს-ის შეფს, გრიგოლ ლილუაშვილს აძლევდა, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. გვანცელაძე ქვეყნიდან, ამერიკაში საცხოვრებლად იქამდე წავიდა, ვიდრე გამოძიება მისი საქმიანობით დაინტერესდებოდა. გვანცელაძემ და […]