[VIDEO] ემერიმ “სტემფორდ ბრიჯზეც” მოიგო – “ასტონ ვილას” ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!

“ასტონ ვილა”, უბრალოდ, შეუჩერებელია – უნაი ემერის გუნდმა, ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო. არადა, “სტემფორდ ბრიჯზე” თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ ჟოაო პედროს გოლით, მაგრამ მერე ოლი უოტკინსმა მიხედა საქმეს და ბირმინგემელებს დუბლით მოაგებინა. ამასთან, უოტკინსი უნიკალური მიღწევის ავტორიც გახდა – “ასტონ ვილასა” და ინგლისის ნაკრების 29 წლის ფორვარდი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც “სტემფორდ […]