“სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია. პარასკევს, 26 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო. „ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, – თქვა მან და განაგრძო: „მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია […] Source