ბულგარეთი: სოფლის მოსახლეობას ევროს შემოღების ეშინია 53 წლის ბილიანა ნიკოლოვას სასურსათო მაღაზიაში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ბულგარეთის სოფელ ჩუპრენეში მდებარეობს, ასობით საკვებ პროდუქტსა თუ სხვა ნივთზე ფასები ლევებსა და ევროებშია მითითებული. მაღაზიის მფლობელი შიშობს და ღელავს, რომ იანვარში, როდესაც ქვეყანაში ევრო შემოვა, „ქაოსი დაიწყება“. ნიკოლოვა რამდენიმე კვირით მაღაზიის დაკეტვასაც არ გამორიცხავს, „სანამ სიტუაცია დალაგდება“, რადგან მომხმარებლებთან კამათი […]