სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოთხილამურე პატრულები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად გაძლიერებული რესურსით შეუდგნენ საქმიანობას. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყების ცნობით, მოთხილამურე პატრულები, სასრიალო ტრასებზე ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად და წესრიგის დაცვის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, გაზრდილი შემადგენლობით განახორციელებენ პატრულირებას. “მათ გავლილი აქვთ გადამზადების […]