მალე სომხეთმა შესაძლოა აზერბაიჯანში ექსპორტი დაიწყოს საქართველოს გავლით – სომხური მხარე

სომხეთის ეკონომინის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის იმპორტის შემდეგ, შესაძლოა, ახლო მომავალში სომხეთიდან აზერბაიჯანში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი დაიწყოს. ამ საკითხზე გევორგ პაპოიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დღეს, 28 დეკემბერს, გარნის ტაძარში საკვირაო წირვაზე ნიკოლ ფაშინიანთან ერთად დასწრების შემდეგ. იქვე დაადასტურა, რომ საქართველოს რკინიგზისგან სომხეთმა „საკმაოდ კონკურენტული“ შეთავაზება მიიღო აზერბაიჯანული საწვავის ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით. „შესაძლებელია […]