გია ვოლსკი – ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული

თუნდაც ის, რომ ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ. „ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ. ქვეყნის არევა, მარიონეტული […]