სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო. პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით კი, ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა. ადვოკატი დაკავებულების მიმართ 10 000 – […]