აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი საწვავის ტრანზიტზე: ვფიქრობ, საკითხი მოგვარებულია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვას თქმით, აზერბაიჯანული საწვავის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საკითხი მოგვარებულია. მისი თქმით, ტარიფმა თავდაპირველად კითხვები გააჩინა, თუმცა ახლა კომპანიები “ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე” შეთანხმდნენ. “ამან [ტარიფმა] აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია ამ საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება […]